„ირაკლი ღარიბაშვილი ჩემთვის ძვირფასი ადამიანია", - ამის შესახებ ყოფილ პრემიერ-მინისტრზე საუბრისას სანდრო ბრეგაძემ განაცხადა.
პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ პოლიტიკას აუცილებლად სჭირდება. ბრეგაძე ყოფილი პრემიერის პოლიტიკაში მოულოდნელად დაბრუნებას არ გამორიცხავს.
„დარწმუნებული ვარ, იგი პოლიტიკაში ძალიან მოულოდნელად და ტრიუმფალურად დაბრუნდება, თუმცა, ზუსტად არ ვიცი, ეს ამ არჩევნების წინ მოხდება თუ საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ღარიბაშვილი ქართულ პოლიტიკას რომ სჭირდება, ორი აზრი არ არის", - განაცხადა ბრეგაძემ.