logo_geo
eng_logo
10 წლის ქართველი გოგონა ლოს-ანჯელესის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია
- +

25 თებერვალი. 2020. 15:44

 

 

10 წლის ნიტა ჭიკაძე, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, ლოს-ანჯელესის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია. იგი მოკლემეტრაჟიან ფილმ „Voiceless“-ში შესრულებული როლისთვის საუკეთესოდ აღიარეს.

 

ნიტა ფილმში სპეციალური ქასთინგის გავლით მოხვდა. ნიტას ოჯახი უკვე 5 წელია აშშ-ში ცხოვრობს. გოგონამ ადრეულ ასაკშივე გამოამჟღავნა სამსახიობო მონაცემები. მას უკვე რამდენიმე ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული: „Critical Candlu“, „Lucid“. შარშან გადაიღეს „ამაზონ პრაიმ შოუს“ ჰანას რეკლამაში. გადაიღეს, ასევე, პროექტ „US National Domestic Violence“-შიც, ახლა კი ერთ-ერთი ბენდის მუსიკალურ ვიდეოში მონაწილეობს. ნიტას მშობლების თქმით, გოგონა სკოლაშიც ძალიან კარგად სწავლობს.

 

რაც შეეხება ფილმ „Voiceless“-ს, ეს  მოკლემეტრაჟიანი ფილმია ერთ პატარა გოგოზე, რომელსაც მია ჰქვია. მია ვერ ლაპარაკობს დაავადების, სელექციური მუტიზმის გამო. საკმაოდ რთული ცხოვრებაც აქვს, დედ-მამა განქორწინებულები არიან. დედას მუდმივად მუშაობა უწევს. მამა ძალადობს მიას უფროს დაზე. მიას სკოლაში ყველა ცუდად ექცევა დაავადების გამო.

 

ნახეთ ფილმის თრეილერი:

 

 

 

წყარო nostal.ge

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner