ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრის სტატუსზე უარის თქმის შემდეგ, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი საცხოვრებლად კანადაში გადავიდნენ. როგორც წყვილის ერთობლივ განცხადებაში იყო ნათქვამი, ისინი დროის ნაწილს კანადაში, ნაწილს კი - ბრიტანეთში გაატარებენ.
მეგანი და ჰარი თავიანთ სკანდალურ განცხადებაში წერდნენ, რომ მათ ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება სურდათ და უარს ამბობდნენ სამეფო ოჯახის წევრის პრივილეგიებზე.
საზოგადოებას განსაკუთრებით აინტერესებს, თუ სად, როგორ სახლში ცხოვრობენ ჰარი და მეგანი კანადაში. როგორც აღმოჩნდა, მათი საცხოვრებელი არცთუ ისე მოკრძალებულია, პირიქით, ის ნამდვილად შეესაბამება არისტოკრატიას.
მედიაში წყვილის ახალი სასახლის ფოტოები ვრცელდება. როგორც გამოცემა travelandleisure.com წერს, ჰარი და მეგანი ვანკუვერში 14 მილიონი დოლარის ღირებულების სახლში ცხოვრობენ.
გამოცემა „PureWow“-ს ცნობით კი, სასახლეში უამრავი ისტორიული ნივთი და ავეჯია. იქ არის მე-17 საუკუნის ფრანგული ბუხარიც. სასახლეს აქვს მარანი, საძინებლები, სააბაზანოები, მისაღები ოთახები, ასევე დიდი ადგილი აქვს დათმობილი ბაღს. ის ახლოს არის ზღვის სანაპიროსთან.
სასახლე ნამდვილ ციხესიმაგრეს მოგაგონებთ. გამოცემა „Mirror“ წერს, რომ მას „Mille Fleurs“-ს („ათასობით ყვავილს“) უწოდებენ.