logo_geo
eng_logo
ხორვატიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

25 თებერვალი. 2020. 17:48

 

ხორვატიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ხორვატიის პრემიერ-მინისტრის ანდრეი პლენკოვიჩის პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

პაციენტი ხორვატიის მოქალაქეა, რომელიც ვირუსის მსუბუქი ნიშნებით ზაგრებში მდებარე კლინიკაში მოათავსეს. პაციენტი კარანტინში იმყოფება. ის იტალიიდან ერთი კვირის წინ ჩავიდა.

 

ამ დრომდე იტალიაში საშიშ ვირუსს 7 ადამიანი ემსხვერპლა, დაავადებულთა რაოდენობამ კი 231-ს მიაღწია.

 

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner