ხორვატიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ხორვატიის პრემიერ-მინისტრის ანდრეი პლენკოვიჩის პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პაციენტი ხორვატიის მოქალაქეა, რომელიც ვირუსის მსუბუქი ნიშნებით ზაგრებში მდებარე კლინიკაში მოათავსეს. პაციენტი კარანტინში იმყოფება. ის იტალიიდან ერთი კვირის წინ ჩავიდა.
ამ დრომდე იტალიაში საშიშ ვირუსს 7 ადამიანი ემსხვერპლა, დაავადებულთა რაოდენობამ კი 231-ს მიაღწია.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.