თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურებიდან ერთი წელი შესრულდა.
ტრაგედიის წლისთავთან დაკავშირებით, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ფოტოგამოფენა მოეწყო.
ადგილზე იმყოფებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, თადარიგის გენერალ- მაიორი კობა კობალაძე, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზოოპარკში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართეს და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს.
კობა კობალაძე მოსახლეობასთნ ერთად, იმ დროისათვის ვერეს ხეობაში გაწმენდით სამუშაოებში იღებდა მონაწილეობას.
მისი განცხადებით, 13 ივნისის ღამე დიდი ტრაგედია იყო, თუმცა მაგალითი იყო იმისა, თუ რა შეუძლია საზოგადოების ერთად დგომას .
„9 აპრილის შემდეგ, ასეთი ერთსულოვნება ერის და ბერის არ მინახავს. მე იმ დროისათვის საკრებულოში ავჭალის წარმომადგენელი ვიყავი. ვეტერანთა სამსახური იყო ერთ-ერთი ფლაგმანი ამ სტიქიური უბედურებების ლიკვიდაციის საქმეში", - განაცხადა კობა კობალაძემ.