„ეს ფოტოები შარშან ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა „მზიურში" გადამიღო, სადაც სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ცხედრების ამოყვანის კადრების გადასაღებად ვიმყოფებოდი... შემდეგ სოციალურ ქსელში ამიტვირთა და მიმიწერა: „ადამიანები ფეხს დაგიდებენ, თურმე, მაშინაც, როცა შენი დახმარება სურთ", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ქეთი ხოსიტაშვილი წერს.
„ეს სიტყვები არასოდეს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან, ისევე, როგორც „ფეხის დადების" ეს ჩემთვის საოცარი და დაუვიწყარი კადრები...
მახსოვს, როგორი შეძრული, დანგრეული და განადგურებული ვიყავი და ამავდროულად, როგორი ამაყი!
გულით მინდოდა, ამ საერთო სატკივარის გარშემო გაერთიანებულ თითოეულ ადამიანს მოვფერებოდი და დაუსრულებლად მეთქვა მათთვის მადლობა!
მადლობა, რომ მაშინ მეც გავხდი თანამონაწილე თქვენი ერთიანობის, სიყვარულის, თანადგომის, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის, სიკეთის, გულისხმიერების...
მადლობა, რომ იყავით ჩემი ქვეყნისთვის და ჩემთვისაც ის ხიდი, რომლითაც „მეორე, მშვიდობიან ნაპირზე" გადასვლა შევძელით...
მადლობა თქვენ, ჩემო მოხალისეებო", - წერს ქეთი ხოსიტაშვილი.