“2019 წლის IV კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 890.5 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რომლის უდიდესი ნაწილი, 45.3 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ,“ – ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური წერს.
საქსტატის ცნობით, საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების 54.7 პროცენტი, ტურისტულს, ხოლო 35.6 პროცენტი მეგობრების და ნათესავების მონახულებას ვიზიტს წარმოადგენდა,
„საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 628.6 ათასი შეადგინა.
საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების 54.7 პროცენტი წარმოადგენდა ტურისტულ ვიზიტს.
2019 წლის IV კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 35.6 პროცენტი, განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და აზერბაიჯანში.
2019 წლის IV კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეულმა ხარჯებმა 505.4 მილიონი ლარი შეადგინა, ვიზიტზე საშუალო ხარჯი კი 804.0 ლარს გაუტოლდა,“ - ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.