logo_geo
eng_logo
ია მეტრეველი: სასაცილოა ბოკერიას გვერდზე ჯდომა, როდესაც ციხეში ავტომატით ხოცავდა ხალხს
- +

25 თებერვალი. 2020. 23:33

 

 

„მერაბიშვილი ციხიდან კი არა, სანატორიუმიდან გამოსულს ჰგავდა,“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა გადაცემა „არენა“ - ში განაცხადა.

 

ია მეტრეველის განცხადებით,  „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეკრებილი ოპოზიცია, მხოლოდ სკამებისთვის მებრძოლი აღმოჩნდა.

 

„მერაბიშვილი ციხიდან გამოსულს კი არა, სანატორიუმიდან გამოსულ ჰგავდა. გასუქებული, დამშვიდებული, მშვენივრად გამოიყურებოდა იმ გაუბედურებული პოლიტპატიმრებისგან განსხვავებით, როგორიც  ვახტანგ მაისაია, სულხან მოლაშვილი და მრავალი სხვა პატიმარი იყო. მათი დანახვისას ტირილს ვერ ვიკავებდი.

 

პირველივე დღიდან ფაშისტებს ვეძახი მათ, ვინც ამათთან ერთად ზის. ესაა მათი რეალური სახე. ცინიკური და სასაცილოა ბოკერიას გვერდზე ჯდომა, როდესაც ციხეში ავტომატით ხელში ხოცავდა  ხალხს. ყველას ილუსტრაცია მოხდა დღეს და კარგად დაინახა ქართველმა ხალხმა ვინ რას წარმოადგენს.  გული მწყდება, რომ მთელი ცხრა წელი ვის გვერდზეც ვიდექი, უმრავლესობა აღმოჩნდა სკამებისთვის მებრძოლი,“ - განაცხადა ია მეტრეველმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner