logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: წინა ხელისუფლების დროს ყოველ წელს იმაზე მეტი პატიმარი კვდებოდა, ვიდრე ჩვენი მმართველობისას
- +

25 თებერვალი. 2020. 23:42

 

 

“2006 წლის 2 მაისს ქუჩაში ზურაბ ვაზაგაშვილი დახვრიტეს და ამას შემთხვევით შეესწრო ერთი ჩემი თანამშრომელი. როდესაც დაიწყეს ტელევიზიით ვაზაგაშვილის შესახებ ტყუილის თქმა, მე პირდაპირ დავურეკე ხელისუფლების წარმომადგენლებს და ვუთხარი, რომ მყავს მოწმე, რომელიც ამ ყველაფერს შეესწრო. რამდენიმე დღეში პირდაპირ ეთერში მოვყევი, როგორ მოხდა ეს ყველაფერი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, მთლიანობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 8 წლის განმავლობაში ციხეებში ნაკლები ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე საშუალოდ კვდებობა ერთი წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს.

სუბარის განცხადებით, წინა ხელისუფლების მმართველობის დროს ყოველ 10 000 პატიმარზე წელიწადში 65-72 პატიმარი კვდებოდა, რაც საშუალო ევროპულ მაჩვენებელს დაახლოებით სამჯერ აღემატება, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეს მაჩვენებელი არც ერთ წელს არ აღემატებოდა საშუალო ევროპულ მაჩვენებელს.

 

„2006 წლის 1-ელ მაისს მე სახალხო დამცველის სტატუსით შევხვდი ვანო მერაბიშვილს. 2 მაისს ქუჩაში ზურაბ ვაზაგაშვილი დახვრიტეს და ამას შემთხვევით შეესწრო ერთი ჩემი თანამშრომელი. როდესაც დაიწყეს ტელევიზიით ვაზაგაშვილის შესახებ ტყუილის თქმა, მე პირდაპირ დავურეკე და ვუთხარი, რომ მყავს მოწმე, რომელიც ამ ყველაფერს შეესწრო. რამდენიმე დღეში პირდაპირ ეთერში მე მოვყევი, როგორ მოხდა ეს ყველაფერი. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ შემდეგ მანქანა დალუქული იდგა და ოფიციალური ვერსიის თანახმად, გასროლა მანქანიდან განხორციელდა. მე, როგორც ომბუდსმენმა, დავნიშნე ექსპერტიზა. როდესაც ჩემი ექსპერტები არ შეუშვეს, მე ტელევიზიით გამოვედი და ვთქვი, რომ ექსპერტებთან ერთად პირადად მივდივარ მანქანის სანახავად. გეტყვით ორ ფაქტს: წინა საქარე მინაზე, სადაც, მათი ვერსიით, გამავალი ტყვია უნდა ყოფილიყო, არც ერთი ასეთი კვალი არ ფიქსირდებოდა, ყველა ტყვია იყო შემავალი. გარდა ამისა, უკანა საქარე მინა იყო საერთოდ ჩამტვრეული და გამოძიება ამბობდა, რომ მანქანაში მყოფი ბიჭები უკანა საქარე მინიდანაც ისროდნენ პოლიციის მისამართით. საბედნიეროდ, აღმოჩნდა ისეთი ფოტოები, სადაც შუშის ანარეკლში მკაფიოდ ჩანდა, რომ უკანა საქარე მინაზე არც ერთი შემავალი ან გამავალი ტყვია არ ყოფილა“, - აცხადებს სუბარი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner