logo_geo
eng_logo
ლია კრიალაშვილი: იმდენ დანაშაულში აქვს ხელი გასვრილი, უვადოდ უნდა ყოფილიყო გისოსებს მიღმა
- +

26 თებერვალი. 2020. 00:10

 

 

„ნაციონალური მოძრაობა“  სისხლიანი მოძრაობა იყო, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემა „არენაში“ პოკლოვნიკ გია კრიალაშვილის დამ განაცხადა.

 

ლია კრიალაშვილის თქმით, გია ბარამიძემ ერთ-ერთ გადაცემაში მის ძმას კრიმინალი უწოდა.

 

„მეუბნება, რომ ორჯერ ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. მე ვეკითხები ახლა ამ 7 წლის განმავლობაში თვითონ რამდენჯერ ჰქონდა გადატრიალების მცდელობა და ეს ხელისუფლება რატომ დუმდა, რატომ საკადრისი პასუხი არ გასცა იმ მცდელობის გამო? არ დასჯილა არავინ ამისთვის. არც 21 ივნისისთვის დაისაჯნენ საკმარისად. რომ ააფრიალებენ ამ სურათებს და დარბიან და ადარებენ 21 ივნისს 7 ნოემბერს და 26 მაისს, დიდი ბოდიში, ძალიან სხვაობა იყო ამ წლებს შორის, ამ აქციების დარბევის დროს“, - განაცხადა კრიალაშვილმა.

 

მისი თქმით, სასამართლოს ვანო მერაბიშვილისთვის უვადო პატიმრობა უნდა მიესაჯა.

 

„ვანო მერაბიშვილს, მე თუ მკითხავთ, უნდა ჰქონოდა წაყენებული უვადო პატიმრობა. მაგას იმდენ დანაშაულში აქვს ხელი გასვრილი, რომ ის უვადოდ უნდა ყოფილიყო გისოსებს მიღმა. რა თქმა უნდა,  ჩვენ, ადამიანები ვერ გადავწყვიტავთ იმას დაველაპარაკოთ თუ არ დაველაპარაკოთ. ეს უკვე სახელმწიფოს ბრალია და ხელისუფლებასაც ვადანაშაულებ აი ამ კოაბიტაცით და ასე ლოიალური მიდგომით“, - დასძინა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner