logo_geo
eng_logo
სასწრაფოდ! ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომელი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
- +

26 თებერვალი. 2020. 01:11

 

 

ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომელი, ჟურნალისტი გიორგი ბერიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, ის საზოგადოებას თავშეკავებისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, კორონავირუსით დაავადებული ადამიანი ამ დრომდე ინფექციურ საავადმყოფოში არ შემოუყვანიათ.

 

 „ამ დრომდე და აქამდე კორონავირუსის შემთხვევა საქართველოში არ დაფიქსირებულა! გთხოვთ, იქონიოთ ელემენტალური მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა – ნუ ავრცელებთ ჭორებს და აბსურდულ ვერსიებს…

 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით პაციენტი არ გვყოლია, ახლაც არ გვყავს და ნურც ვინატრებთ ამ ვირუსის დაფიქსირებას…. ძილი ნებისა ერო” – წერს გიორგი ბერიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner