logo_geo
eng_logo
ბექა მჭედლიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილი პირველი საათიდან 5 საათამდე იქ იყო და დილის 6 საათზე საგანგებო თათბირი ჩაატარა
- +

13 ივნისი. 2016. 17:57


„სოლიდარობის ფონდის" წარმომადგენელი ბექა მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში 13 ივნისის სტიქიის ღამეს იხსენებს:


„ვიღაც ხაბეიშვილს ვუსმინე, რომელმაც თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ძლივს გააღვიძეს სტიქიის დროს ღამის სამ საათზე. ირაკლი იმ უბედურების დაწყების პირველივე წამიდან მუდმივ კონტაქტზე იყო შესაბამის სტრუქტურებთან და როგორც კი შესაძლებელი გახდა იმ ადგილზე მისვლა, მაშინვე მივიდა და საერთოდ არ უძინია იმ დღეებში. საგანგებო რეჟიმში მუშაობდა მისი მთელი აპარატი და ყველა შესაბამისი სამსახური. მე სიამოვნებით გავახსენებდი მაგ ტიპს, რომელიც ვაშაძის პარტიის წევრია, როგორც მითხრეს, რომ მაშინ, როდესაც მისი ლიდერის საყვარელი პრეზიდენტის პრეზიდენტობის დროს სტიქია მოხდა და ადამიანები დაიღუპნენ, სააკაშვილი საგულაოდ წავიდა მილანში.

 

ეს სურათი ზუსტად იმ ღამესაა გადაღებული. დროებზე წუთობრივად თავს ვერ დავდებ, მაგრამ როცა ირაკლი იქ მივიდა, ძალიან საშიში მდგომარეობა იყო ისევ. სხვათაშორის, პირველი საათიდან 5 საათამდე იქ იყო, არ გაჩერებულა საერთოდ და დილის 6 საათზე საგანგებო თათბირი ჩაატარა", - წერს მჭედლიშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner