ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში მსხვერპლი მოჰყვა. როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სანაპიროზე „ტოიოტა პრიუსი“ ქვეითს შეეჯახა. შედეგად 40 წლამდე ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.