logo_geo
eng_logo
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი მსოფლიო პატრიარქსა და ყველა ადგილობრივი ეკლესიების წინამძღოლებს
- +

13 ივნისი. 2016. 17:58


მის ყოვლადუწმიდესობას, ბართლომეოს I,

კონსტანტინოპოლის, -  ახალი რომის მთავარეპისკოპოსს და მსოფლიო პატრიარქს


თქვენო ყოვლადუწმიდესობავ, ქრისტესმიერ საყვარელო ძმაო,

გულითადად მოგესალმებით და შევთხოვთ უფალს, რათა მოგანიჭოთ მშვიდობა, ჯანმრთელობა და მრავალჟამიერ სიცოცხლე; ამასთან დიდი პატივისცემით გვსურს,  თქვენ და ყველა მართლმადიდებელ ეკლესიათა უწმინდეს და უნეტარეს წინამძღოლებს გაცნობოთ, რომ 2016 წლის 10 ივნისს გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის სხდომა, რომელმაც განიხილა წმინდა და დიდი კრების ირგვლივ დღეს არსებული ვითარება და გადაწყვიტა, რომ საქართველოს ეკლესიის დეალეგაცია კუნძულ კრეტაზე დაგეგმილ წმინდა და დიდ კრებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. 


გაცნობებთ, თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, რომ ჩვენი ეს დადგენილება პირველ რიგში მომდინარეობს იმ სურვილიდან, რომ ნაწილობრივ მაინც ავიცილოთ ეკლესიაში სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში პრობლემების გაღრმავება.

გამოვითხოვთ თქვენს წმინდა ლოცვებს.


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

13 ივნისი, 2016 წელი



საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმის ამონაწერი -


http://patriarchate.ge/geo/iiei/


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner