logo_geo
eng_logo
სერგო ვარდოსანიძე: მისი სახელი უკვდავია, ისევე, როგორც უკვდავია ქართველი ერი და მისი დედაენა!
- +

13 ივნისი. 2016. 18:02


14 ივნისს, იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალებიდან 104 წელი სრულდება. დიდი ქართველი, ვისგანაც ყველა ჩვენგანი დავალებულია..." - წერს ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე იაკობ გოგებაშვილზე სოციალურ ქსელში.

 

 მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

ჩვენი პირველი შეხება წიგნთან დედა ენის" სახელმძღვანელოთი დაიწყო, როგორ ვემზადებოდით პირველი კლასისათვის - ახალი ჩანთა, საწერ-კალამი, ახალი სასკოლო ტანსაცმელი და მშობელთან ერთად პირველი გაკვეთილები სკოლაში...

 

ორკვირიანი მზადების შემდეგ მასწავლებელი პირველად გადაგვაშლევინებდა იაკობ გოგებაშვილის დედა ენის" სახელმძღვანელოს და დაფაზე ცარცით დაწერდა: ია, აი ია", შემდეგ ჩვენც გაუბედავად ვიწერდით ჩვენს რვეულებში ამ სიტყვებს და ასე იწყებოდა ჩვენი ახალი ცხოვრება. რა დროც არ უნდა გავიდეს, ეს დღე დაუვიწყარია თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. 140 თაობა აღიზარდა იაკობ გოგებაშვილის დედა ენის" სახელმძღვანელოთი.

 

ყველაფერი კი ასე დაიწყო. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში რუსეთის მიერ ორ გუბერნიად გაყოფილ საქართველოში სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა ერის გარუსება და დენაციონალიზაცია. იაკობ გოგებაშვილმა, როგორც ილია ჭავჭავაძის დიდმა თანამებრძოლმა, ქართველი ბავშვების მშობლიურ ფესვებთან დაბრუნებისა და გაძლიერებისათვის 1876 წელს დედა ენა", 1868 წელს ბუნების კარი", 1887 წელს რუსკოე სლოვო" შეადგინა და ამ სახელმძღვანელოებით ისეთი მტკიცე საძირკველი შეუქმნა ჩვენს ეროვნულ მეობას, რომ ვერც იანოვსკიმ, ვერც ეგზარქოსმა პავლემ და ვერც დონდუკოვ-კორსაკოვმა ძვრა ვერ უყვეს მეცხრამეტე და ვერც კომუნისტებმა მეოცე საუკუნეში ...

 

14 ივნისს 104 წელი სრულდება დიდი იაკობის გარდაცვალებიან, მისი საქმე და სახელი უკვდავია, ისევე, როგორც უკვდავია ქართველი ერი და მისი დედაენა", - წერს ვარდოსანიძე.


 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner