logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: თუ ვინმეს დასჯა გინდოდათ, 2020 წლის არჩევნებს ელოდებოდით?!
- +

26 თებერვალი. 2020. 12:42

 

 

„ქართულ ოცნებას“ მერამდენედ ვეუბნები: თქვენი ბრალია ყველაფერი. თქვენ აფარებდით ხელს დამნაშავეებს, რომელთა ალაგ-ალაგ დასჯაც მაინცდამაინც არჩევნების წინ დაიწყეთ“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„იმედის" ეთერში ვუსმენ ადამიანებს, რომლებიც წინა რეჟიმის დანაშაულებზე მორიგჯერ, უკვე მერამდენედ, უკვე რამდენი წელია, საჯაროდ საუბრობენ! საუბრობენ დამნაშავეების დასჯის აუცილებლობაზე. „ქართულ ოცნებას“, ასევე, მერამდენედ ვეუბნები: თქვენი ბრალია ყველაფერი. თქვენ აფარებდით ხელს დამნაშავეებს, რომელთა ალაგ-ალაგ დასჯაც მაინც და მაინც არჩევნების წინ დაიწყეთ, ისევ თქვენი პოლიტიკური მიზნებისათვის, რომ ამ დამნაშავეების ფონზე უკეთესებად წარმოჩნდეთ. არა ხართ არც მართლები, არც უკეთესები, რადგან დანაშაულის დამფარველი თავადაა დამნაშავე. 8 წელია ხელისუფლებაში ხართ და ახლა უძღვნით თოქ-შოუებს სისხლიან 9 წელს, ამ დროს სწორედ თქვენმა უმრავლესობამ ჩააგდო ჩვენი რეზოლუცია. აქამდე სად იყავით?! ან თუ ვინმეს დასჯა გინდოდათ, 2020 წლის არჩევნებს ელოდებოდით?! თაობა გაიზარდა, თქვენი თამაშების შემყურე თაობა, რომელსაც ვერც გაუგია, ვინაა პოლიტპატიმარი და ვინ - არა, რა იყო 7 ნოემბერი და 15 ივნისი. დაამახინჯეთ ამ თაობის აზროვნებაც და საზოგადოებას აცხოვრებთ მუდმივ შფოთსა და აუტანელ უსამართლობაში. რა ხელისუფლება ხართ, ვინ ხართ, როგორები ხართ, რა ფასეულობაა თქვენთვის ფასეულობა?! იგივე იწყება - კარგები-ცუდები! ორივე ერთმანეთის ღირსნი ხართ, ხალხმა და ქვეყანამ რა დააშავა თქვენს ხელში. აი, ამ ხალხსაც ვეუბნები ახლა: გამოვფხიზლდეთ!“ - წერს ირმა ინაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner