logo_geo
eng_logo
გარდაიცვალა უკანასკნელი საბჭოთა მარშალი - დიმიტრი იაზოვი
- +

26 თებერვალი. 2020. 14:28

 

გუშინ მოსკოვში გარდაიცვალა საბჭოთა ეპოქის უკანასკნელი მარშალი - დიმიტრი იაზოვი.

 

„25 თებერვალს მოსკოვში 96 წლის ასაკში მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა საბჭოთა კავშირის მარშალი დიმიტრი ტროფიმის ძე იაზოვი“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 

დიმიტრი იაზოვი 1987-1991 წლებში სსრკ თავდაცვის მინისტრი იყო. 1990 წელს მარშლის წოდება მიენიჭა.

 

1991 წელს, აგვისტოს პუტჩისას იაზოვი „გეკაჩეპეს“ წევრი იყო. სწორედ მისი ბრძანებით შეიყვანეს მოსკოვში ტანკები. პუტჩის კრახის შემდეგ იაზოვი გადააყენეს და დააპატიმრეს კიდეც. გაათავისუფლეს ორი წლის შემდეგ „გეკაჩეპეს“ რამდენიმე წევრთან ერთად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner