logo_geo
eng_logo
მცხეთაში 9 ძირი კანადური ნეკერჩხლის ხე გადატეხეს
- +

26 თებერვალი. 2020. 16:40

 

მცხეთაში უცნობმა პირებმა კანადური ნეკერჩხლის ხეები გადატეხეს. ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

„ვანდალური ფაქტი მოხდა მცხეთაში, მტკვარზე ახალი ხიდის მშენებლობის მიმდებარედ. გუშინ საღამოს, აღნიშნულ ტერიტორიაზე დარგული ნეკერჩხლის ხეები დაუდგენელმა პირებმა გამიზნულად დააზიანეს. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ გადატეხილია 9 ძირი კანადური ნეკერჩხლის ხე, რომლებიც 2019 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ შეისყიდა და გამწვანების აქციის ფარგლებში ნოემბრის დასაწყისში დაირგო.

 

24 თებერვალს, ააიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურმა რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა და გამოძიება დაწყებულია. ყველა იმ პირის მიმართ ვინც აღნიშნული უკანონო ქმედება ჩაიდინა, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.

 

ჩვენს ქალაქზე ზრუნვა თითოეული ადამიანის ვალდებულებაა. ყველა ჩვენგანი უნდა ცდილობდეს ქალაქის მოვლას და გალამაზებას, ამისთვის თვითეული დარგული ხე წინგადადგმული ნაბიჯია და გულდასაწყვეტია, როცა ჩვენს შორის ადამიანები ვანდალიზმს ჩადიან და თანამოქალაქეები ამაზე მკაცრად არ მიუთითებენ.

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ: გავხადოთ მცხეთაზე ზრუნვა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ წესად და სხვებსაც ვუბიძგოთ ამისკენ“, – ნათქვამია მცხეთის მერიის განცხადებაში.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner