logo_geo
eng_logo
ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს
- +

26 თებერვალი. 2020. 16:47

 

საბაჟო გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეების კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული (ჯამში, 267 აბი და 83 კაფსულა) და ფსიქოტროპული (ჯამში, 63 კაფსულა)  ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს.

 

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამმართველოს გადაეცა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 261-ე მუხლების პირველი ნაწილებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიერ ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის ფაქტებზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner