საქართველოს პარლამენტის წევრები სოფო კილაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დღეს, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეას ესტუმრნენ. ქართული დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით ბავშვთა უფლებების დაცვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს მო პეტის შეხვდა.
შეხვედრაზე ბავშვთა უფლებების კუთხის ფრანგული საკანონმდებლო ბაზა, საზედამხედველო ფუნქციები და უფლებამოსილებები განიხილეს. საფრანგეთის მთავარი საკანონმდელო ორგანოს შემდეგ, ქართული დელეგაცია ახალგაზრდობის სასამართლო დაცვის ეროვნულ სკოლას ესტუმრება.
ქართული დელეგაციის მიზანია, ბავშვთა დაცვისა და სახელმწიფო მხრიდან ბავშვზე ზრუნვის საკითხებში ფრანგული მოდელის გაცნობა და გაზიარება.
ვიზიტი ხორციელდება გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელშეწყობით.