თურქეთის აღმოსავლეთით, ქალაქ ტუნჯელში, ადგილობრივი სასამართლოს შენობის სიახლოვეს დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად, 2 ადამიანი დაშავდა.
ინციდენტის გამო, აფეთქების რეგიონი უსაფრთხოების სპეციალურ ზონად გამოცხადდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, როგორც უცხოური მედია წერს, ეს არ არის ქალაქ ტუნჯელში აფეთქების პირველი შემთხვევა, რომლის უკანაც ტერორისტული დაჯგუფება „ქურთისტანის მუშათა პარტია" დგას.