logo_geo
eng_logo
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვედრა სტრასბურგში ჩატარდება
- +

26 თებერვალი. 2020. 17:22

 

ევროპის საბჭოს მოქმედმა თავმჯდომარემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საგარეო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს გააცნო ევროპის საბაჟოს მინისტრთა კომიტეტის მოადგილეების სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვედრის ქ. სტრასბურგში ჩატარების შესახებ.

 

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარებდა აქტიური კონსულტაციები როგორც ევროპის საბჭოს გენერალურ სამდივნოსთან, ასევე პარტნიორებთან იმისათვის, რომ მინისტერიალი საქართველოს თავმჯდომარეობის პირობებში ჩატარებული მაღალი სტანდარტებით - ევროპის საბჭოს წესდების დაცვითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და საქართველოს, როგორც თავმჯდომარე ქვეყანას  უზრუნველყო ღონისძიებაში ყველა წევრი ქვეყნის, მათ შორის რუსეთის ფედერაციის  შეუფერხებლად მონაწილეობა, რაც რისკებთან იყო დაკავშირებული.

 

 

 

„2019 წლის ნოემბრიდან დღემდე ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებთან, ასევე ევროპის საბჭოს გენერალურ სამდივნოსთან, გენერალურ მდივანთან კონსულტაციების რეჟიმში განგვეხილა ყველა შესაძლო სცენარი იმისთვის, რომ არ დაზიანებულიყო ჩვენი, როგორც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის რეპუტაცია და გვემოქმედა ორგანიზაციის წესდების და მისი მოდალობების გათვალისწინებით, რადგან ჩვენ, როგორც თავმჯდომარეს წესდება გვავალდებულებს, რომ ჩავატაროთ მინისტერიალი ამ ორგანიზაციის წესების შესაბამისად. ამავე დროს, მოგეხსენებათ რომ ამ პროცესში არ უნდა დაზიანებულიყო ჩვენი ეროვნული კანონმდებლობაც, მოგეხსენებათ, თუ რასთან არის დაკავშირებული ჩვენი კანონმდებლობა,  მხედველობაში მაქვს რუსეთის ფედერაციის მონაწილეობის საკითხი, მოგეხსენებათ რომ ჩვენ გვევალებოდა, უზრუნველგვეყო უკლებლივ ყველა წევრის მონაწილეობა ამ ღონისძიებაში.  ჩვენ ვიმოქმედეთ სრულ თანხვედრაში  ორგანიზაციის წესდებასთან, ჩვენი კანონმდებლობის და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, რადგან არ უნდა მიეცეს არცერთ ძალას იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში მოახდინოს დესტაბილიზაცია, ვითარების ესკალაცია და ამ საკითხის გამოყენება სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესებისთვის“, - განაცხადა მინიტრმა. მისი თქმით ქვეყანა  სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, შესაბამისად  მოვლენების არასასურველი სცენარით განვითარება იყო ყოვლად მიუღებელი და შესაბამისად გადაწყვეტილება მიღებული იქნა  სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.

 

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, გულდასაწყვეტია, რომ საქართველოს ამ უნიკალური შესაძლებლობის გამოყენების საშუალება არ მიეცა, მიუხედავად ამისა, საქართველო წარმატებით ასრულებს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის მანდატს

 

„მე ძალიან გული მწყდება, ეს მართლაც უნიკალური შესაძლებლობა იქნებოდა იმისთვის, რომ ჩვენ როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეულ წევრს და თავმჯდომარეს, რომლის თავმჯდომარეობაც მართლაც ძალიან წარმატებით მიმდინარეობს და ეჭვიც არ მეპარება, რომ ასეთივე წარმატებით დასრულდებოდა თბილისში, გვექნებოდა შესაძლებლობა, რომ ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაციებისთვის გვემასპინძლა. მაგრამ ეს არის მოცემულობა“, - განაცხადა მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner