„დერეკ მიტჩელმა შეგვახსენა NDI-ის თავმჯდომარის, მადლენ ოლბრაითის საყვარელი გამოთქმა, „ქალები, რომლებიც აღწევენ წარმატებებს, იკავებენ მაღალ თანამდებობებს და არ არიან სოლიდარულები სხვა ქალების მიმართ, ჯოჯოხეთში მოხვდებიან!“ - ამის შესახებ პარლამენტის წევრი ენძელა მაჭავარიანი სოციალური ქსელში წერს.
„საქართველოს პარლამენტის და თბილისის საკრებულოს დეპუტატ ქალებს საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) პრეზიდენტ დერეკ მიტჩელთან და NDI-ის ევრაზიის პროგრამების ხელმძღვანელ ლორა ჯუიტთან. განვიხილეთ ის საკანონმდებლო ინიციატივები და აქტივობა, რომელიც საქართველოს პარლამენტი და მთავრობა ქალთა უფლებების გაუმჯობესებას, გადაწყვეტილებების მიღებაში ქალთა აქტიურ ჩართვას, ცხოვრებისა თუ მუშაობის პირობების გაუმჯობესებას ცდილობს. შეხვედრა საქმიან, საინტერესო გარემოში წარიმართა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტმა დერეკ მიტჩელმა მოგვიწოდა თითოეულ ჩვენგანს, ჩვენი ცხოვრების თუ მოღვაწეობის ყოველ წამს ვიყოთ სოლიდარულები და ვიზრუნოთ ქალთა უფლებებზე, და ღიმილითა და პერიფრაზით შეგვახსენა NDI-ის თავმჯდომარის, მადლენ ოლბრაითის საყვარელი გამოთქმა, „ქალები, რომლებიც აღწევენ წარმატებებს, იკავებენ მაღალ თანამდებობებს და არ არიან სოლიდარულები სხვა ქალების მიმართ, ჯოჯოხეთში მოხვდებიან!“- წერს ენძელა მაჭავარიანი.