logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: თითქოს, ნაცმოძრაობა მერაბიშვილის გარეშე სამარხვოა
- +

26 თებერვალი. 2020. 19:52

 

 

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„სამარხვო ნაცმოძრაობა

 

მარხვის ამბავი მოგეხსენებათ. უნდა დამარხო შენში ყოველი ვნება და ხორციელი სურვილი. მარტო ხორცი არ ჭამო, ყველი არ ჭამო და კვერცხი არ ჭამო კი არა, არ განიკითხო, არ გაუბრაზდე, არ იბილწსიტყვაო, რის ალკოჰოლი, რა ნარკოტიკი და რომელი თამბაქო...თვით ყველაზე საყვარელი ქალისკენაც კი ( კაცისკენაც) არ გაიხედო ვნების თვალით და სხვა... მოკლედ, მაქსიმალურად დათრგუნვა ხორცისა და შემსუბუქება სულისა.

 

საქართველოში როგორც არის მარხვის ამბავი, ესეც იცით. ხალტურა, რა საკვირველია. ვინაიდან არ არსებობს სამარხვო ალკოჰოლი, სამარხვო სიგარეტი, სამარხვო გინება, სამარხვო სექსი, სამარხვო ჩათლახობა, სამარხვო აფერისტობა და სხვა ასეთი სამარხვო რამეები, მომარხულეთა უმეტესობა ამის კომპენსაციას აკეთებს სამარხვო კარაქით, სამარხვო მაიონეზით, სამარხვო კატლეტით, სამარხვო ქაბაბით და ცომგამოცლილი აჭარული ხაჭაპურით, ესეც, რა თქმა უნდა, სამარხვოთი და იქვე სამარხვო დონატით და სამარხვო ტირამისუთი.

 

კი მართალია, წმინდა წერილი გვასწავლის: როცა მარხულობ, თავს იცხე და დაიბანე პირი შენი და ხალხს კი არ ეჩვენო მარხულად, არამედ დაფარულში მყოფი მამასა შენსა, რომელიც ხედავს დაფარულს და ცხადად მოგაგებსო, მაგრამ ჩვენთან საჯაროდ და სახალხოდ ხდება გამოცხადება, ვინაა მარხვაზე. ეს ხდება საცხობის რიგში: უკაცარავად, ლობიანი ხომ ნამდვილად სამარხვოა, შემთხვევით, ლორით ხომ არ არის? საკონდიტროში: სამი ცალი სამარხვო ტარტალეტკა მომეცით და ორი ნაჭერი ჩვეულებრივი იდეალი, ოღონდ, სამარხვოსთან ერთად არ ჩადოთ. სუპერმარკეტის რიგში: უკაცრავად, გოგონა, კონსულტანტი ვერ ვნახე და ეს ქაბაბი ხომ ნამდვილად სამარხვოა? რესტორანში: სამარხვო მენიუ ცალკე რომ დაბეჭდოთ, არ შეიძლება?

 

მოკლედ, საქართველო არის ესე.

 

საინტერესო კი ის არის, რომ ამ სამარხვო ქაბაბის, სამარხვო ხაჭაპურის და სამარხვო ტორტის პროექცია პოლიტიკაშიც ხდება: არის ხალხი, რომელიც კატეგორიულად აცხადებს, მაგ ჯალათ და სისხლისმსმელ მერაბიშვილთან საქმეს არ დავიჭერთ და არც კი დაველაპარაკებითო, მაგრამ ამ დროს ნაციონალურ მოძრაობას ეპარტნიორებიან, გაერთიანებულ ოპოზიციაში ბოკერიასთან ერთად არიან, ვაშაძესთან და ბარამიძესთან ერთად უსხედან საერთო მაგიდას და თქვენ წარმოიდგინეთ, ბოკერიასთან, ვაშაძესთან, ბარამიძესთან და თარგამაძესთან ერთად შავ სიებსაც კი ადგენენ.

 

ე.ი. მერაბიშვილს ემიჯნებიან, მაგრამ ნაცმოძრაობასა და ბოკერიას ეტმასნებიან, ანუ ამბობენ, რომ მარხვაზე არიან და სამარხვო კატლეტს, სამარხვო ქაბაბს, სამარხვო ხაჭაპურს, სამარხვო ჰამბურგერს და სამარხვო ტორტს კი მიირთმევენ . თითქოს, ნაცმოძრაობა მერაბიშვილის გარეშე სამარხვოა. თითქოს, მერაბიშვილია ნაცმოძრაობის ხორცი, ყველი, კვერცხი და თევზი და თუ იმას ამოიღებ, მერე დასაშვებია ნაცმოძრაობასთან პარტნიორობა, ვითარცა მარხვაში სამარხვო ჩაშუშულის ჭამა.

 

კი ბატონო, ვისაც როგორ უნდა, ისე იმარხულოს, მაგრამ ერთი კია: არც მარხვაში და არც ხსნილის დროს ქაქის ჭამა რეკომენდებული არ არის. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა,“ - წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner