logo_geo
eng_logo
დავით უსუფაშვილი: დარწმუნებული ვარ, ისინი მართლები არიან სინდისთან, კანონთან და ამომრჩეველთან
- +

29 თებერვალი. 2016. 13:25



პროკურატურამ საგარეჯოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. თემას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აფასებს და ამბობს, რომ თუ ვინმე შეკითხვას დაუსვამს თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრებს, ისინი პასუხს გასცემენ.

 

„პროკურატურა როდესაც საქმის გამოძიებას იწყებს, ამაზე მე ვერ გეტყვით, თუ რას ნიშნავს ეს. ამაზე პროკურატურამ უნდა განაცხადოს, რას ნიშნავს, რა იწყება, რატომ იწყება. პროკურატურა იძიებს საქმეებს, მერე ეს ზოგი სწრაფად მთავრდება, ზოგი დიდხანს ვერ მთავრდება, ზოგი სასამართლოში მთავრდება, ზოგი პროკურატურაშივე მთავრდება. ვის დაკითხვასაც გადაწყვეტს პროკურორი, მან თავად უნდა განაცხადოს. თუ ვინმეს ჩემთან აქვს რაიმე კითხვები, მზად ვარ, პასუხები გავცე. ასე რომ, აქ საკითხი ასე არ დგას, რომ თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრებს თუ აქვთ რაიმე კითხვებზე პასუხი გასაცემი, თუ მათ ვინმე რაიმე კითხვას დაუსვამს, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი პასუხს გასცემენ. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მართლები არიან სინდისთან, კანონთან და საკუთარ ამომრჩეველთან. კიდევ ვიმეორებ - კითხვები არ არის ცალმხრივი. კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს ყველამ და ყველას მოგვიწევს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა", - განაცხადა უსუფაშვილმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner