ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის გამო, ამ ეტაპზე სწავლის შეწყვეტა არ იგეგმება, რადგან ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა ამ დროისთვის არ არსებობს.
საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მინისტრის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.