ტეხასში მდებარე გენო-ინჟინერიის კომპანია ამტკიცებს, რომ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცია შექმნა. ამის შესახებ Fox Business იუწყება.
Greffex Inc-ის გენერალური დირექტორი ჯონ პრაისი ჟურნალ Houston Business Journal-თან აცხადებს, რომ ვაქცინაზე მუშაობა კვირას დაასრულა. ახლა მას ცხოველებზე გამოცდიან აშშ-ს ხელისუფლების მოთხოვნების შესაბამისად.
„ვაქცინის შექმნის სირთულე შემდეგში მდგომარეობს: შეგიძლიათ შექმნათ იმდენი ვაქცინა, რომ ყველას ეყოს? შეგიძლიათ გატესტოთ იგი სწრაფად და ეფექტურად? შეგიძლიათ შემდეგ ეს ვაქცინა პაციენტებს მისცეთ? ამ ყველაფერში ჩვენ სხვა კომპანიებთან შედარებით, უპირატესობა გვაქვს“,-აცხადებს ჯონ პრაისი.
თუ აშშ-ს ხელისუფლება თანახმა იქნება, დამზადდეს ვაქცინა, კომპანია მას უფასოდ გადასცემს სხვა ქვეყნებს,-აღნიშნა პრაისმა.