ფინანათა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე – “საქართველო და მსოფლიო 2020 წელს” განაცხადა, რომ მთავრობამ რკინიგზის პრივატიზაციის მიმართულებით უნდა იფიქროს.
მისი თქმითვე, გასული საუკუნის 90-იან წლებში სახელმწიფო ქონების პროვატიზაცია პოპულარული იყო ეკონომისტების ნაწილში, თუმცა როგორც მინისტრი ამბობს, ბოლო წლებში მთავრობებს სახელმწიფო ქონების გასხვისების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა უჭირთ:
“90-იანი წლებში როცა უფრო ლიბერალური ფრთის ეკონომისტებს ეკითხებოდნენ რას ურჩევდნენ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს, რუსეთს … ისინი სამ რაღაცას ასახელებდნენ – პროვატიზაცია, პრივატიზაცია და პრივატიზაცია. ათწლეულების მანძილზე ამ სიტყვამ უარყოფითი ელფერი შეიძინა, სადღაც ეშინიათ კიდეც მთავრობებს.. ეს მარტო საქართველოში არ არის. მოდი, ფრთხილად ვიყოთ, რადგან ეს არის სტრატეგიული ობიექტი. იყო საუბარი რკინიგზის პრივატიზაცია შესაძლებელია თუ არა, რადგან ეს არის სტრატეგიული ობიექტი. გეტყვით მარტივ ყოფით მაგალითს. ჩვენს ოჯახებს დენი, წყალი, გაზი, ინტერნეტი კერძო კომპანიის მიერ მიეწოდება. ჩვენი შვილების გათბობაზე სტრატეგიულია რკინიგზაზე ვაგონი ზემოთ რომ გაივლის… შესაბამისად მაგ მიმართულებით ფიქრი შეიძლება”, – აცხადებს ფინანსთა მინისტრი.