logo_geo
eng_logo
დავით ზარდიაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ეგენი იყვნენ დამნაშავეები, კრიმინალები, სახელმწიფო ძალაუფლების მიმტაცებლები
- +

27 თებერვალი. 2020. 02:48

 

 

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განცხადებით, რიტორიკა, რომ ვანო მერაბიშვილი  წარსულშია ჩარჩენილი სიცრუეა.

 

როგორც ანალიტიკოსმა for.ge - სთან საუბრისას განაცხადა, მერაბიშვილს სიტყვა „დამხობა“  ტყუილად არ უხსენებია.

 

 

„არანაირ წარსულში არ არის ჩარჩენილი მერაბიშვილი, იგი არის ზუსტად იქ, სადაც „ნაცმოძრაობაა“, თავისი ორივე ფრთით. რასაკვირველია, მათ დამხობა ელანდებათ და მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდა. ეგ აბოდებთ, მათ არც არაფერი დაივიწყეს, არც არაფერი ისწავლეს. რაც იყვნენ 2003-ში და მანამდეც, ისეთებად დარჩნენ. მაგას ჯერ კიდევ 2000 წელს ამბობდა ზურაბ ჭიაბერაშვილი, სახელმწიფო უნდა დავამხოთ და ჩვენი კორპორაცია შევქმნათო. ეს გააკეთეს კიდეც, ეგენი არ შეიცვლებიან. ეგ ჰიბრიდია, ჰიბრიდულ ვითარებას ქმნიან, ჰიბრიდული ომი ის არის, რომ მშვიდობიანობისას რა ხერხიც გამოიყენება, იმ ხერხით ცდილობ მტრული მიზნის მიღწევას, მაგრამ არა მარტო მშვიდობიან ხერხს გამოიყენებენ, არამედ, თუ საჭირო გახდება, თოფსაც გაისვრიან და ძალასაც მიამატებენ. სხვათა შორის, ეს ნიკა მელიასაც წამოსცდა, 4 აპრილს რომ ისევ შევიჭრა პარლამენტშიო. ასე რომ, მაგათ უნდა თქვან, „მე იგივე ვარ მარად და მარად“... ეს იგივეა, ბურბონების შესახებ რაც თქვა ტალეირანმა, მათ არც არაფერი დაივიწყეს, არც არაფერი ისწავლესო. ეს მათი უბედურება, მათი პირადი ტრაგედიაა, რა გზაც გაიარეს, არავითარი დასკვნა არ გამოუტანიათ. ეგენი იყვნენ დამნაშავეები, კრიმინალები, სახელმწიფო ძალაუფლების მიმტაცებლები, არა მარტო ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გამთელავნი, არამედ ყველაფრის უარმყოფელნი, რაც ადამიანს აქცევს ადამიანად. დღესაც იგივენი არიან და ერთი წამით სინანული არ აქვთ. მერაბიშვილსაც ჰგონია, რომ უსამართლოდ იჯდა ციხეში, ყოველ შემთხვევაში, ასეთი რწმენით გამოვიდა მატროსოვიდან. არადა, რაც მას დანაშაული აქვს ჩადენილი, მე რომ მკითხოთ, სამუდამო პატიმრობა ეკუთვნოდა. კიდევ რბილად მოექცნენ, რადგან ვერ დაუმტკიცეს ის უამრავი ცოდვა, რაც მას ნამდვილად ჩადენილი ჰქონდა. ყველამ ვიცით, რომ ჩადენილი ჰქონდა ცოდვები და მაშინდელი რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი ისიც იყო,“ - განაცხადა დავით ზარდიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner