logo_geo
eng_logo
პატიმართა წამებაში ბრალდებული ციხიდან გაათავისუფლეს
- +

27 თებერვალი. 2020. 11:47

 

 

პატიმართა წამებაში ბრალდებულმა ჯონი ივანიშვილმა „მატროსოვის ციხე“ დღეს დატოვა.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლომ, სასჯელაღსრულების #6 დაწესებულების თანამშრომლების, პატიმართა წამებაში ბრალდებულების ჯონი ივანიშვილისა და ვლადიმერ კაპანაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი 2014 წელს გამოიტანა.

 

დაწესებულების დირექტორის მოადგილე ჯონი ივანიშვილსა და რეჟიმის უფროს ვლადიმერ კაპანაძეს, რომლებიც სასჯელაღსრულების #6 დაწესებულების საპასუხისმგებლო თანამდებობებს იკავებდნენ, უშუალოდ ევალებოდათ პატიმრების დაცვა. ამის ნაცვლად ისინი, არაკანონიერი მეთოდებით, გაუსაძლის პირობებს უქმნიდნენ პატიმრებს, აშინებდნენ, აყენებდნენ ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას.

 

ჯონი ივანიშვილისა და ვლადიმერ კაპანაძის ხელმძღვანელობით პატიმრებს ადმინისტრაციის მუშაკთა და სპეცრაზმის მიერ გაკეთებულ ე.წ. კორიდორში ატარებდნენ და მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ისინი უმეტეს შემთხვევებში უშუალოდ აწამებდნენ და ამცირებდნენ მსჯავრდადებულებს.

 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯონი ივანიშვილს 6 წლითა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა და თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლით და 3 თვით ჩამოერთვა. ვლადიმერ კაპანაძეს კი 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა დაუსწრებლად შეეფარდა (ვლადიმერ კაპანაძე იძებნება).

 

P.S. „მატროსოვის ციხიდან“ გამოსულმა ჯონი ივანიშვილმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner