პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრი სანდრო ბრეგაძე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტს იხსენებს და ამბობს, რომ ის ქართველი ჯარისკაცების ადგილზე ცეცხლს გახსნიდა.
„იმ ქართველი ჯარისკაცების, ვისაც ხელში ავტომატი ეჭირა და არაფერი გააკეთეს, მრცხვენია! მე ავდგებოდი და იქვე მივახვრეტდი იმ ნაძირალასაც, ვინც ოთხოზორია მოკლა და ჩემს პირისპირ 200 სამხედროც რომ ყოფილიყო, თავს შევაკლავდი!.. მეორე მხრივ, რუსეთთან აუცილებელია კეთილმეზობლური ურთიერთობა, თუ რუსეთი უკან წაიღებს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას და მოგვეხმარება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში", - აცხადებს ბრეგაძე.
მისი თქმით, ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ საქართველო დეკლარირებულად იტყვის უარს NATO-ში გაწევრიანებაზე და ნეიტრალურ ქვეყნად დარჩება.