ჟურნალისტი გიორგი ბერიძე კორონავირუსთან დაკავშირებით კოლეგებს სოციალური ქსელით მიმართავს.
„ძვირფასო კოლეგებო! თან იქონიეთ რეზინის ხელთათმანები და პირბადეები. მიკროფონებიც ინფექციის გადამტანი წყაროა და ყურადღებით იყავით. უმორჩილესად გთხოვთ ზომიერებას. ისედაც დაპანიკებულია მოსახლეობა და უარესს ნუ დავმართებთ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც გონიერებით უნდა შევხედოთ. ამ თემასთან დაკავშირებით ექსკლუზივებზე ნადირობის და ინტერპრეტაციების დრო არ არის...“ - წერს გიორგი ბერიძე/