საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების თემაზე ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„კარგი, ხალხო, რა დაგემართათ?! მართლა სულ არაფერი იცით?!
პირბადე უნდა გაიკეთოს იმან, ვისაც სიმპტომები აქვს, - ნუ ივლით ყველა სახეაკრული!
მეორეც: ეგ პირბადე ყოველ 2 საათში უნდა გადააგდოთ და ახალი მოირგოთ: დღეში 8 ცალი მაინც დაგჭირდებათ! რა სისულელეა?!
ხელები ხშირად დაიბანეთ! ეს ისედაც უნდა იცოდეთ და აკეთებდეთ კიდეც, - არ უნდა ამას კორონა და ვორონა!
სხვას ვერაფერს იზამთ და სულ ტყუილად შფოთავთ!
ეს პროდუქტების მომარაგებაც სრული იდიოტობაა, - რამდენი ხანი გეყოფათ?! სახლიდან გამოსვლას არ აპირებთ?! თუ ჩაიკეტებით და ისუსნავებთ სამყაროს დასასრულამდე?!
მოუსმინეთ სპეციალისტების რჩევებს, ყველაფერს აგიხსნიან!
არ არის საჭირო ეს პანიკა და გულყრები!“ - წერს მძინარაშვილი.