logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: კორონავირუსით დაავადების მხოლოდ 3,4% დასრულდა ლეტალური შედეგით
- +

27 თებერვალი. 2020. 17:50

 

„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა კორონავირუსის საქართველოში დაფიქსირებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

 

„ამ დროისთვის მთელ მსოფლიოში ლაბორატორიულად დადასტურებულია 81,005 კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა. აქედან გამოჯანმრთელდა 30 109 პაციენტი. 2 762 ადამიანი გარდაიცვალა. გამოდის, რომ ვირუსით დაავადების 3,4% დასრულდა ლეტალური შედეგით.

 

სიკვდილიანობა ვირუსებისგან შედარებისთვის:

ებოლა 72% (11 310);

ქათმის გრიპი 52.8% (455);

ახლო აღმ. რესპირატორული სინდრომი 34,4% (858);

ატიპიური პნევმონია 10,5% (908);

ღორის გრიპი 4,5% (18 500);

კორონავირუსი 3,4% (2 762) 27.02.2020.

 

ჩვეულებრივი გრიპით ყოველწლიურად ავადდება 3-5 მილიონი ადამიანი, საიდანაც 290 000-650 000 შემთხვევა ლეტალურია“, - წერს ირაკლი გოგავა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner