„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა კორონავირუსის საქართველოში დაფიქსირებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ამ დროისთვის მთელ მსოფლიოში ლაბორატორიულად დადასტურებულია 81,005 კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა. აქედან გამოჯანმრთელდა 30 109 პაციენტი. 2 762 ადამიანი გარდაიცვალა. გამოდის, რომ ვირუსით დაავადების 3,4% დასრულდა ლეტალური შედეგით.
სიკვდილიანობა ვირუსებისგან შედარებისთვის:
ებოლა 72% (11 310);
ქათმის გრიპი 52.8% (455);
ახლო აღმ. რესპირატორული სინდრომი 34,4% (858);
ატიპიური პნევმონია 10,5% (908);
ღორის გრიპი 4,5% (18 500);
კორონავირუსი 3,4% (2 762) 27.02.2020.
ჩვეულებრივი გრიპით ყოველწლიურად ავადდება 3-5 მილიონი ადამიანი, საიდანაც 290 000-650 000 შემთხვევა ლეტალურია“, - წერს ირაკლი გოგავა.