logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ზედმეტ შიშებს ნუ მივეცემით, კორონავირუსთან დაკავშირებით ყველაფერი კონტროლდება
- +

27 თებერვალი. 2020. 17:54

 

„ყველა მონაცემი არსებობს, რომ ვთქვათ – ქართული სახელმწიფო ასეთ გამოწვევებთან საბრძოლველად ისეა მზად, როგორც არასდროს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, დღეს ქართული სახელმწიფო კორონავირუსთან დაკავშირებით აბსოლუტურ მზადყოფნაშია და ყველაფერს გააკეთებს, რათა უპატრონოს თითოეულ მოქალაქეს.

 

„ბუნებრივია, არის პრობლემა და საკმაოდ სერიოზული, რომელსაც მსოფლიო დღეს ებრძვის, მაგრამ საქართველო არავისზე ნაკლებად ხარჯავს ძალისხმევას. საუბარი მაქვს განვითარებულ, პასუხისმგებლობის მქონე ქვეყნებზე. ზედმეტ შიშებს ნუ მივეცემით, ყველაფერი კონტროლდება. ვნახეთ, რომ როგორც კი საზღვარზე ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, შესაბამისი წესების დაცვით გადაიყვანეს ის ადამიანი სტაციონარში. ყველაფერი კეთდება, რათა რისკ-ფაქტორები მაქსიმალურად იქნეს დაზღვეული და გამორიცხული. ამ რისკის პრევენციისთვის ქართული სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს. მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოს, რადგან სახელმწიფო აკონტროლებს სიტუაციას, მაგრამ საზოგადოების თითოეულმა წევრმა ხელი უნდა შეუწყოს სახელმწიფოს, რათა მაქსიმალური პრევენცია მოხდეს, რაც კი შესაძლებელია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner