logo_geo
eng_logo
ვაკეში ერთ-ერთ ქუჩას სტიქიისას დაღუპული მაშველის სახელი მიენიჭა
- +

13 ივნისი. 2016. 19:23


ვაკის რაიონში ერთ-ერთ უსახელო ქუჩას მეხანძრე-მაშველის, ზურაბ მუზაშვილის სახელი მიენიჭა. დღეს ზურაბ მუზაშვილის ქუჩა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზვიად ქაწაშვილმა გახსნეს.


„ზურაბ მუზაშვილი არის გმირობის სიმბოლო. მან შესანიშნავად აჩვენა მაგალითი, როგორ უნდა მუშაობდეს ნამდვილი მაშველი, რომელიც საკუთარ სიცოცხლეზე არასდროს ფიქრობს და ფიქრობს მათზე, ვისაც შველა სჭირდება. მან რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა საკუთარი სიცოცხლის ფასად", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


ზურაბ მუზაშვილი 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველმა სტიქიის დროს შვიდი ადამიანის გადარჩენა შეძლო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner