logo_geo
eng_logo
18 წლის გოგონას ანალიზის პასუხი კორონავირუსზე ცნობილი მალე გახდება
- +

27 თებერვალი. 2020. 18:21

 

 

ფოთიდან გადმოყვანილი 18 წლის გოგონას ანალიზის პასუხები ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და პასუხები უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.

 

„როგორც თქვენთვის ცნობილია, გუშინ ჩვენს დაწესებულებაში იმყოფებოდა 19 პაციენტი, მათგან 12 გადაყვანილია აბასთუმანში საკარანტინო სივრცეში. დღეს დაგვემატა სამი ახალი პაციენტი, რომელთა კვლევა გაგრძელდება. ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარდება ტესტირება და დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება პასუხი ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner