თურქეთიდან საქართველოში შემოსული ქართველების განცხადებით, სარფის საბაჟო შესაძლოა, თურქულმა მხარემ ჩაკეტოს.
მათივე თქმით, საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების გამო თურქეთში პანიკაა. ამბობენ, რომ საეჭვო მგზავრებს ორივე ქვეყნის მედიკოსები ამოწმებენ.
„თურქეთიდან მოვიდვარ, სადაც თქვეს, რომ ორი კვირით საზღვარი უნდა ჩაიკეტოს. პანიკაა. ამბობენ, რომ თბილისში კორონავირუსია გავრცელებული, ირანიდან შემოიტანა მოქალაქემო“, - განაცხადა ნარგიზ შანიძემ.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.