აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკელებს ხელების ხშირი დაბანისკენ მოუწოდებს. ეს განცხადება მან კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ალბათ გსმენიათ, მე ამას ხშირად ვაკეთებ. დაიბანეთ ხელები, იყავით სუფთად. აუცილებელი არ არის, ხელი სტაცოთ ყველა მოაჯირს, თუ ეს არ გჭირდებათ. თქვენ იცით ჩვეულებრივი ქმედებები, რასაც გრიპის დროს აკეთებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, აშშ-ში გრიპი ყოველწლიურად 25 ათასიდან 69 ათასამდე ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება.
აშშ-ის ლიდერის თქმით, ამერიკელების ჯანმრთელობისთვის კორონავირუსი დაბალ რისკს წარმოადგენს, თუმცა ქვეყანა ყველაფრისთვის მზად არის.