logo_geo
eng_logo
ემანუელ მაკრონი: საფრანგეთში ეპიდემიის საფრთხეა
- +

27 თებერვალი. 2020. 18:35

 

 

„საფრანგეთში ეპიდემიის საფრთხეა“, – ეს განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ერთ-ერთ საავადმყოფოში ვიზიტის დროს გააკეთა.

 

„ჩვენ კრიზისის, ეპიდემიის წინაშე ვართ, ის მოდის, ამას უნდა შევეგუოთ და ყველაფერი გავაკეთოთ საბრძოლველად“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

 

საფრანგეთში კორონავირუსის 18 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია ორი ადამიანი, მათ შორის ერთ ჩინელი ტურისტი იყო, მეორე კი საფრანგეთის მოქალაქე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner