„საფრანგეთში ეპიდემიის საფრთხეა“, – ეს განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ერთ-ერთ საავადმყოფოში ვიზიტის დროს გააკეთა.
„ჩვენ კრიზისის, ეპიდემიის წინაშე ვართ, ის მოდის, ამას უნდა შევეგუოთ და ყველაფერი გავაკეთოთ საბრძოლველად“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთში კორონავირუსის 18 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია ორი ადამიანი, მათ შორის ერთ ჩინელი ტურისტი იყო, მეორე კი საფრანგეთის მოქალაქე.