“ყველაფერი, რაც ამ დღეების განმავლობაში მოხდა, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ შეთანხმების მიღწევის ძალიან დიდი რესურსი არსებობს,” - ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ შეთავაზებული 40-პროცენტიანი ბუნებრივი ბარიერი უმრავლესობისთვის მისაღებია.
„ჩვენ გვაქვს მომზადებული ვარიანტი, რომელიც არა მარტო პრაქტიკულად, არამედ თეორიულადაც გამორიცხავს იმას, რომ 40-პროცენტიანი შედეგით პარტიამ 75-ზე მეტი მანდატი მიიღოს“, - განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე არ გამორიცხა, რომ შეიძლება 100/50-ის შეთავაზება გადაიხედოს.
„დღევანდელ შეხვედრაზე ამაზეც გვქონდა საუბარი, რომ შეიძლება 100/50-ც გადაიხედოს“, - აღნიშნა კობახიძემ.