logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის შეთავაზება, 40-პროცენტიანი ბუნებრივი ბარიერი, უმრავლესობისთვის მისაღებია
- +

27 თებერვალი. 2020. 19:09

 

 

“ყველაფერი, რაც ამ დღეების განმავლობაში მოხდა, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ შეთანხმების მიღწევის ძალიან დიდი რესურსი არსებობს, - ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ შეთავაზებული 40-პროცენტიანი ბუნებრივი ბარიერი უმრავლესობისთვის მისაღებია.

 

„ჩვენ გვაქვს მომზადებული ვარიანტი, რომელიც არა მარტო პრაქტიკულად, არამედ თეორიულადაც გამორიცხავს იმას, რომ 40-პროცენტიანი შედეგით პარტიამ 75-ზე მეტი მანდატი მიიღოს“, - განაცხადა კობახიძემ.

 

მან ასევე არ გამორიცხა, რომ შეიძლება 100/50-ის შეთავაზება გადაიხედოს.

 

„დღევანდელ შეხვედრაზე ამაზეც გვქონდა საუბარი, რომ შეიძლება 100/50-ც გადაიხედოს“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner