logo_geo
eng_logo
კადრები კარანტინის ზონიდან
- +

27 თებერვალი. 2020. 20:30

 

 

ჩინეთიდან საჩხერეში ჩამოყვანილი საქართველოს 34 მოქალაქე კარანტინს საჩხერის საავადმყოფოში გადიან.

როგორც ერთ-ერთი მათგანი ამბობს, ჯანმრთელობის პრობლემები არცერთ მათგანს არ აღენიშნება.

 

"აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ჩინეთში მოსახლეობა იმყოფება თვითიზოლაციაში და მკაცრად იცავენ სახელმწიფოს მიერ მიცემულ მითითებებს, რაც მიმართულია ვირუსის გავრცელებისაგან. ყოველ დასახლებაში მიმდინარეობს ტემპერატურის მონიტორინგი ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში- მეტროსა და სუპერმარკეტში. მთელი ჩინეთის მასშტაბით აკრძალულია პირბადის გარეშე გადაადგილება. ხოლო რაც შეეხება ჩინეთიდან საქართველოში დაბრუნებულ 34 მოქალაქეს, რომლებიც 2 კვირით იმყოფებიან კარანტინში, საჩხერეში, არც ერთ ჩვენგანს არ ქონია შეხება ჰუბეის პროვინციასთან (COVID19-ის ეპიცენტრთან), ასევე თითოეული ჩვენგანი იმყოფებოდა ამ პირობებში. იმის მიუხედავად რომ მკაცრად ვიცავდით ერთთვიან თვითიზოლაციას და ინფიცირების რისკი იყო მინიმალური, საქართველოს სახელმწიფოს მიერ კარანტინთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ყველას მართებულად მიგვაჩნია", - ამბობს საქართველოს მოქალაქე.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner