logo_geo
eng_logo
ირანის ყოფილი ელჩი კორონავირუსისგან გარდაიცვალა
- +

27 თებერვალი. 2020. 22:48

 

 

ირანის ყოფილი ელჩი ვატიკანსა და ეგვიპტეში ჰადი ხოსროუშაჰი კორონავირუსმა იმსხვერპლა.

 

მან სამედიცინო დაწესებულებას ორი დღის წინ მიმართა და კვლევების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ჯავად ზარიფმა დაღუპული ყოფილი ელჩის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა და მათ გამძლეობა უსურვა.

 

ბოლო მონაცემებით, ირანში კორონავირუსით 26 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო დაინფიცირებულთა ოდენობა 245-მდე გაიზარდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner