logo_geo
eng_logo
ქეთი ხოსიტაშვილი: არც ზნეობა დარჩა, არც ღირსება და აღარც გონიერება!
- +

27 თებერვალი. 2020. 22:58

 

 

მედიაჰოლდინგ „კვირას“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ქეთი ხოსიტაშვილი სოციალურ ქსელში, პოლიტიკოს შალვა ნათელაშივილის სტატუს ეხმაურება და წერს:

 

„პოლიტიკით არ იწყება და მთავრდება ცხოვრება.

რანაირად შევაფასო ეს?

გადაგვარებული თუ არ არის ადამიანი, ასეთს ვერ მოიფიქრებს.

არც ზნეობა დარჩა, არც ღირსება და აღარც გონიერება.

არ გვაპატიებს სამყარო ამდენ ზიზღს და ღვარძლს...არსად გაქრება ეს...

რაც აქ წავიკითხე, ყველა სენზე მძიმეა და არ იკურნება.

იმაზე მძიმედ გვქონია საქმე, ვიდრე მეგონა.

 

მემაპატიეთ, თავი ვერ შევიკავე“, - წერს ქეთი ხოსიტაშვილი.

 

შალვა ნათელაშვილმა კი, სოციალურ ქსელში შემდეგი პოსტი დაწერა:

 

„ხელისუფლებამ იმდენი იღვაწა, ჩვენი არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, იმდენ ხანს არ დაკეტა სახმელეთი საზღვარი, რომ მაინც შეამოატანინა ირანიდან კორონავირუსი. ეს იურიდიულადაც უმძიმესი დანაშაულია,განზრახი ქმედებაა, რადგან მთელ ქვეყანას დაემუქრა სასიკვდილო დაავადების საფრთხე. უკვე მიხრწნილ სისტემას უნდოდა რათა მათგან დაზაფრული საზოგადოების ყურადღება გადართულიყო არა რეჟიმის მოცილებაზე, მასობრივ მიტინგებზე, სხვა საპროტესტო აქციებზე, არამედ კორონავირუსზე. დღეს დიდი ზეიმი ექნებათ სოლოლაკსა და შეკვეთილში. მიუხედავად ყველაფრისა ვარწმუნებ -  არ გიშველით არც ეს ვირუსომანია“ - წერს შალვა ნათელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner