logo_geo
eng_logo
მადლობას გიხდით ყველას! - კახა კალაძის ემოციური მიმართვა
- +

28 თებერვალი. 2020. 00:14

 

 

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე  იუბილარია. კახა კალაძე მადლობას უხდის საზოგადოებას და სოციალურ ქსელში წერს:

 

 

„წელსაც, ისევ, ამჯერადაც! მათბობს და სიცოცხლით,ენერგიით მავსებს თითოეული თქვენი სიტყვა, სურვილი, მილოცვა. ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რაც შეიძლება ადამიანმა მიიღოს მეგობრებისგან და ახლობლებისგან, ეს არის სიყვარული.

 

მაგრამ, ფასდაუდებელია და შეუფასებელია ის დამოკიდებულება, რაც სრულიად უცხო ადამიანებისგან მოდის. ჩემთვის ეს არის მთელი სამყარო, სტიმული! და მთელს ჩემს ენერგიას მივმართავ იმისკენ, რომ ჩემს საყვარელ ხალხს ასმაგად დაგიბრუნოთ ეს საოცარი განწყობა და სიკეთე. მადლობას გიხდით ყველას,“ - წერს კახა კალაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner