logo_geo
eng_logo
“კორონავირუსის ფაქტები ევროპის ქვეყნებში - უახლესი სტატისტიკა”
- +

28 თებერვალი. 2020. 00:53

 

 

საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები გაორმაგდა. აღნიშნული მაჩვენებელი ოთხშაბათს იყო 18, ხუთშაბათს უკვე 38 გახდა. შესაბამისი ინფორმაცია საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა დაადასტურა და აღნიშნულს მკვეთრი ზრდა უწოდა. მისივე თქმით, ყველა ახალდაინფიცირებულ ადამიანს კონტაქტი ჰქონდა ამდრომდე დაინფიცირებულებთან, და ქვეყანა ამ ეპიდემიისთვის მზად იყო.

 

ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, დაინფიცირებული 38 ადამიანიდან ორი გარდაიცვალა. 12 კი უკვე განიკურნა.

 

 

რაც შეეხება იტალიას, აღნიშნულ ქვეყანაში ბოლო მონაცემებით, უკვე დაინფიცირებულია 650 ადამიანი, მათგან 14 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. ხოლო 40 გამოჯანმრთელდა.

 

 

დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა ჩრდილოეთ ირლანდიაში.

 

 

ესპანეთში კი დაინფიცირებულთა რაოდენობამ 24 შეადგინა. მათ შორის ექვსი ახალი შემთხვევა დადასტურდა ვალენსიაში. 22 პაციენტი კარანტინში იმყოფება, ორი კი უკვე გამოჯანმრთელდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner